საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

საფრანგეთის პარლამენტი ევროკავშირს მიმართავს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად აღიაროს.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.

„“ვაგნერის“ წევრები ავრცელებენ არასტაბილურობას და ძალადობას. ისინი ხოცავენ, აწამებენ, ძარცვავენ, აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით“, - განუცხადა დეპუტატმა ბენჯამინ ჰადადმა პარლამენტს.

მისი თქმით, „ვაგნერის“ წევრები არიან არა უბრალოდ დაქირავებული მებრძოლები, რომლებსაც „ფულის გემო“ ამოძრავებთ, არამედ „მალიდან უკრაინამდე იცავენ ჩვენი დემოკრატიების მიმართ პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერ სტრატეგიას“.

ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ გაყინონ „ვაგნერის“ ჯგუფის და მისი წევრების აქტივები, ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებს კი ჯგუფთან ურთიერთობა აეკრძალებათ.

ცნობისათვის, გუშინ გამოცემა Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთი, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო