რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ ტოლმაჩევოს თავზე დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა „ტელეგრამ“ არხზე დააწერა.
მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა გაზსადენი და საცხოვრებელი სახლის ფასადი დაზიანდა.
შეგახსენებთ, რუსული მხარე უკრაინულ ძალებს კურსკისა და რუსეთის სხვა, უკრაინის მოსაზღვრე ოლქებზე დრონებით თავდასხმაში რეგულარულად ადანაშაულებს. უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ არცერთ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.