ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ რიჩარდ სვინბერნთან შეხვედრა გაიმართება

წიგნის სახლში „ლიგამუსი“, 11 მაისს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, რიჩარდ სვინბერნის სტუდენტებსა და პროფესორებთან შეხვედრა გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პროფესორი სვინბერნი ისაუბრებს თავის წიგნზე Faith and Reason („რწმენა და აზროვნება“), რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ამზადებს გამოსაცემად.

„შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

შეხვედრის დასასრულ პროფესორ რიჩარდ სვინბერნს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.

ავტორის შესახებ: რიჩარდ სვინბერნმა აკადემიური ცხოვრება დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში, სწავლობდა ფილოსოფიასა და თეოლოგიას. მის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საკითხი – გამართლებულია თუ არა ღმერთის რწმენა, უფრო ზუსტად, რწმენა ქრისტიანული რელიგიის სწავლებისა. იგი ქრისტიანული ტრადიციით აღიზარდა. 1995 წელს დატოვა ანგლიკანური ეკლესია და მიიღო მართლმადიდებლობა.

სვინბერნმა წლები მიუძღვნა ფიზიკური და ბიოლოგიური მეცნიერებების ისტორიას, რაც მისი ფილოსოფიური რეფლექსიის წყარო იყო.

1963 წლიდან ჰალის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში. 1972 წლიდან კილის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორია. ამ პერიოდში მისი აკადემიური ინტერესი იყო რელიგიის ფილოსოფია. 1985-დან 2002 წლამდე ქრისტიანული რელიგიის ფილოსოფიის პროფესორი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში. 1993 წელს აირჩიეს ბრიტანეთის აკადემიის წევრად. ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში.

1968 წელს დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი „სივრცე და დრო“. 1971 წელს გამოვიდა „სასწაულის ცნება“. 1981-1997 წლებში დაიბეჭდა მისი ტრილოგია – „რწმენა და აზროვნება“, „ღმერთის არსებობა“, „თეიზმის კოჰერენტულობა. პასუხისმგებლობა და ცოდვების გამოსყიდვა“ (1989), „გამოცხადება“ (1992), „ქრისტიანული ღმერთი“ (1994), „განგება და ბოროტების პრობლემა“ (1998), „ეპისტემური გამართლება“ (2001), „განკაცებული ღმერთის აღდგომა“ (2003), „გონება, ტვინი და თავისუფალი ნება“ (2013). 2023 წლის ბოლოს გამოვა მისი „დებატები“ ჯეიმს სტერბასთან სათაურით „დაუშვებდა კი კეთილი ღმერთი ამდენ ტანჯვას?“

რიჩარდ სვინბერნი ავტორია პოპულარული წიგნებისა: „არსებობს თუ არა ღმერთი?“ (1996), „იყო თუ არ იესო ღმერთი?“ (2008).

რიჩარდ სვინბერნს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს ლიუბლიანის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა (2015), ბუქარესტის დიმიტრი კანტემირის ქრისტიანულმა უნივერსიტეტმა (2016), ლიხტენშტაინის ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიამ (2017)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ