შვედეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას არ შეუძლია უკრაინა საბრძოლო თვითმფრინავებით მოამარაგოს, რადგან შვედეთს საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები არ აქვს

შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თქმით, მის ქვეყანას არ შეუძლია უკრაინა საბრძოლო თვითმფრინავებით მოამარაგოს, რადგან შვედეთს საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები არ აქვს.

მედიის ცნობით, ჯონსონმა დაადასტურა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი არ გეგმავს Saab JAS 39 Gripen-ის თვითმფრინავის უკრაინისთვის გაგზავნას.

გარდა ამისა, როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შვედეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ახლა სამხედრო წვრთნებსა და უკვე გაგზავნილი აღჭურვილობის მხარდაჭერაზე ფოკუსირდება.

მანამდე ჯონსონმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ Gripen-ის გაგზავნა შვედეთისთვის გამოწვევაა, რადგან ქვეყანას ისინი საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და საჰაერო სივრცის ურღვეობისთვის სჭირდება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა