საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ექსპერტებს შეხვდნენ

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ექსპერტებს შეხვდნენ.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოწვეულ სტუმრებს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ პრეზენტაციები წარუდგინეს.

მათივე ცნობით, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა უახლეს სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, დიჯიტალიზაციის პროცესებზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალის ზრდასა და კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა.

„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა ექსპერტებს საინვესტიციო პროცესის სრული სურათი და დამატებით დივერსიფიკაციის შესაძლებლობები გააცნო, ასევე აგვისტოს თვიდან დაგეგმილი საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების შექმნაზე ესაუბრა.

შეხვედრის მიზანი, ექსპერტთა ინფორმირებასთან ერთად მათი უკუკავშირის მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების დეტალური განხილვა იყო. მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან პერმანენტულად გაიმართება, რაც საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება და შედეგად ნდობის მოპოვებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს