საქართველოს პოპულარიზაციისთვის ახალი ტურისტული პორტალი შეიქმნა

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა. ვებგვერდზე საქართველოს მნიშვნელოვანი სანახაობებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ დარგის კონსულტანტების ჩართულობით 3200-მდე სტატია მომზადდა და ქართულ და ინგლისურ ენებზე აიტვირთა.

„პორტალზე ინტერაქციული რუკით ვიზიტორს შეუძლია გაფილტროს რეგიონები, ადგილები, ინტერესის მიხედვით შეარჩიოს და სურვილების კალათაში შეინახოს სასურველი ლოკაცია, გაეცნოს ინფორმაციას, დაათვალიეროს ფოტოები, რაც პირად რუკაზე აისახება და ვიზიტორს საშუალება ექნება, საქართველოში მოგზაურობა დაგეგმოს.

ახალ პორტალზე განთავსებულია ლაშქრობების, საფეხმავლო ტურების გეგმები, რაც აღნიშნული მიმართულების განვითარების შესაძლებლობას იძლევა და სათავგადასავლო მიმართულებით დაინტერესებულ ვიზიტორს საშუალება აქვს, საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

ვებგვერდზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ერთიანი ბაზა მოეწყო. ვიზიტორს შეუძლია სასურველი მარშრუტი აირჩიოს და მოგზაურობა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით და სხვა ტრანსპორტით დაგეგმოს.

ახალი ტურისტულ პორტალზე ატვირთულია ტურისტულად საინტერესო ღონისძიებების კალენდარი საქართველოს მასშტაბით. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე სხვადასხვა უწყებებთან.

ვებგვერდი სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალისთვის პოზიციონირების სტრატეგია შემუშავდა, როგორც საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ნაწილში, ასევე ციფრული რეკლამირების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს პორტალის სწორ პოზიციონირებას და მიზნობრივი ვიზიტორების მოზიდვას განაპირობებს.

ვებგვერდზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობს საერთაშორისო პლატფორმებთან: Booking, Tripadisor, Wikiloc და სხვა.

საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან, 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი უკვე ეწვია.

მთავარი ტურისტული პორტალი georgia.travel პარტნიორი კომპანიების დახმარებით შემუშავდა, რომლებიც არიან: მკტ მენტორი, კლიპარტი, არტმედია და სხვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო