იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა მზარდი საფრთხეების წინაშე, ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა მზარდი საფრთხეების წინაშე, ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გააორმაგოს საკუთარი ძალისხმევა, რათა მზარდი საფრთხეების წინაშე, ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა იმართება.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის არალეგალური ანექსია მოახდინა და 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა. პირველად ჩვენს ისტორიაში, ალიანსის აღმოსავლეთით, ჩვენ განვალაგეთ საბრძოლო ქვედანაყოფები და ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ დამატებით 350 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს თავდაცვაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენმდივნის თქმითვე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში, რამდენიმე საათში ალიანსმა ყველა თავდაცვითი გეგმა გააქტიურა.

„როდესაც ჩვენ უფრო საშიში მომავლისთვის ვემზადებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ჩვენი ერთი მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.