ბაჩო დოლიძე - ჩვენს მხარდაჭერებში განწყობა აბსოლუტურად შეცვლილია, ბევრი რამ სხვანაირად გამოჩნდა - მოხერხება უნდა, 3 თვეში რეალური სახე ასე აჩვენო, რომ არაფრის გამკეთებელი ხარ, მხოლოდ პოზიციების და თანამდებობების თემაზე კანკალებ

ჩვენს ამომრჩევლებში, მხარდაჭერებში განწყობა აბსოლუტურად შეცვლილია, ბევრი რამე სხვანაირად გამოჩნდა. მოხერხება უნდა, 3 თვეში რეალური სახე ასე აჩვენო, რომ არაფრის გამკეთებელი ხარ, მხოლოდ პოზიციების და თანამდებობების თემაზე კანკალებ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

დოლიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე და შიდაპარტიულ არჩევნებზეც ისაუბრა.

„3 თვე შესრულდა, რაც სათავეში ახალი მენეჯმენტია და 3 თვის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ, ერთ რამეს ვხედავთ - ვიღაცას სადღაც ნიშნავენ, ვიღაცას სადღაც აწინაურებენ, ვიღაცას რაღაცას ჰპირდებიან. გვერდიდან, რომ შევხედავ, ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებაში ჰგონიათ თავი. არიან, ადამიანები, რომლებიც თანახმა არიან, მუდმივად ოპოზიციაში იყვნენ, ოღონდ რაღაც პოზიცია ჰქონდეთ, ან საკრებულოში, ან პარლამენტში.

რამდენიმე კვირაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოა, ჩვენ პირდაპირ შევთავაზეთ, დასამალი არაფერია, ურთიერთობების ნორმალიზაცია და ვუთხარით, მეგობრებო, სასამართლოს დაველოდოთ, რას გიწყვეტთ 2-3 კვირა, თან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, პარტია როგორ უნდა შეხვდეს...

ჩემთვის პირადად, რა დროს არჩევნებია, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ახლა არჩევნების დროა. დაპირისპირება ასუსტებს ისედაც არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ პარტიას. შეიძლება სადღაც ფასადური კონკურენცია იყოს, მაგრამ მხოლოდ ფასადური. ეს არჩევნები არ იქნება, ეს იქნება დანიშვნები კონკრეტული ადამიანების, არც ესაა ტრაგედია... ჩვენს ამომრჩევლებში, მხარდაჭერებში განწყობა აბსოლუტურად შეცვლილია, ბევრი რამე სხვანაირად გამოჩნდა. მოხერხება უნდა, რომ 3 თვეში, რეალური სახე ასე აჩვენო, რომ არაფრის გამკეთებელი ხარ, მხოლოდ პოზიციების და თანამდებობების თემაზე კანკალებ. ჩვენი მონაწილეობით საერთო საქმე გაფუჭდებოდა, იმდენად დასუსტებოდა პარტია, ჩვენ რომ შევყოლოდით ამ ვაკჰანალიაში, ხელი შეგვეწყო პარტიის მიზანმიმართული ნგრევისთვის მაშინ, როცა უმნიშვნელოვანესი თარიღი მოდის სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში. ნამდვილად არ ვაპირებ, არც ჩემი თანამოაზრეები აპირებენ ყველაფრის ასე გატარებას, ისეთ ადამიანებს ემშვიდობებიან და ამბობენ, თუ არ უნდა, წავიდნენო - თითოეული ადამიანის წასვლა ამ პარტიისთვის, დამაზიანებელია. მგონი, საერთოდ არ მონაწილეობდნენ იმ პროცესში, რას ნიშნავდა ახალი ადამიანის მოყვანა „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა დოლიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება