GITA და Binance Charity იწყებს აპლიკაციების მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, Binance Charity-ის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია Binance-თან ერთად დაიწყო „ბლოკჩეინის თაობის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის განვითარებასა და ციფრულ ეკონომიკაში მათ მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფოკუსი გაკეთებულია ქალების როლის გაძლიერებაზე Web3 მიმართულებით.

„2023 წლის მარტში, Binance Charity-მ განახორციელა 100,000 აშშ დოლარის ოდენობის დონაცია საქართველოს Web3 საზოგადოების განვითარებისთვის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარებს ტრენინგების სერიას.

„Blockchain Generation“ პროექტის ფარგლებში, Binance Charity, ინოვაციების სააგენტოს დახმარებით, დაუპარტნიორდა ამერიკაში დაფუძნებულ საერთაშორისო კომპანია New Horizons Bulgaria-ს, რომელიც აღსრულების ნაწილში ჩაერთვება და განახორციელებს ტრენინგებს საქართველოს 180 მოქალაქისთვის 3 მიმართულებით - ბლოკჩეინის და ბიტკოინის შესავლები, ბლოკჩეინ დეველოპმენტი და კრიპტოვალუტის საფუძვლები. კურსები სრულად ფინანსდება Binance Charity-ის მიერ და უფასოა მონაწილეებისთვის. ტრენინგები დაიწყება 2023 წლის ივნისში და ნოემბრამდე გაგრძელდება. სასაუბრო ენა იქნება ინგლისური. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მოთხოვნებთან შესაბამისობა, ცოდნა და მოტივაცია.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/binance. აპლიკაციების შეფასებები განხორციელდება რეიტინგის მინიჭების გზით, რომელიც დაფუძნებულია ცოდნისა და მოტივაციის ერთობლიობის საფუძველზე. შეიტყვეთ მეტი შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/binance“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს