მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალურ პროგრამასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალურ პროგრამასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტი პრაქტიკაში უკვე აქტიურად გამოიყენება.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დამატებითი გარანტიების შექმნის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაცვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა.

აღნიშნული პროგრამა მსხვერპლისათვის პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას ითვალისწინებს.

ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც პოტენციურ მსხვერპლს აქვს მოსალოდნელი საფრთხის განცდა, რომ ის ან მისი ოჯახის წევრი შეიძლება ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.

სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი ენდობოდეს საგამოძიებო ორგანოს და არ ჰქონდეს შიშის განცდა, რომ მას საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისა და სამართალდამცავის მხილების შემთხვევაში, რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და რეალური საფრთხის არსებობისას უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტი პრაქტიკაში უკვე აქტიურად გამოიყენება. ყველა პოტენციურ მსხვერპლს მიეწოდება ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის არსებობისა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაცვის სპეციალური ღონისძიებების ამოქმედების შესაძლებლობის თაობაზე,“ - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიში ვრცლად.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს