ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის EMYA2023 - გამარჯვებულია

6 მაისს, ბარსელონაში, ევროპის 2023 წლის მუზეუმის კონკურსის (EMYA 2023) დაჯილდოების ცერემონიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს სილეტოს პრიზი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის მუზეუმების კონკურსი 1977 წლიდან ტარდება და მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომელიც ასევე მოიცავს ჟიურის წევრის მუზეუმში ანონიმურ ვიზიტს; ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას უმაღლესი პროფესიონალებისგან შემდგარი საერთაშორისო საბჭო იღებს.

„შეფასების კრიტერიუმები, გარდა მუზეუმების კოლექციებისა და ინფრასტრუქტურისა, მუზეუმების საზოგადებრივი როლის შეფასებაა.

სილეტოს პრიზი ამ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა და გადაეცემა მუზეუმს „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისათვის“. პრიზი დიზაინერ არჩიბალდ ნოქსის მიერ დამზადებული თასია, ის ერთი წლის განმავლობაში ვანის მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.

ამონაწერი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ გაცემულ დიპლომიდან:

„ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც განსაკუთრებულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად დიდი ძალა აქვს. ვანის მუზეუმი ქალაქის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და მის სტუმრებს შორის შემაკავშირებელი და დიალოგის წამახალისებელია. ის გახლავთ განვითარების განმსაზღვრელი ინსტიტუცია, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია ადგილობრივ, სახელმწიფო თუ გლობალურ დონეზე. მოხალისეთა პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით მუზეუმი ადვილად უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას, რითაც ხელს უწყობს ქალაქის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებასა და გაცოცხლებას. მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტიურ მულტიდისციპლინარულ სივრცეს. ის ასევე არის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ადგილი“.

ევროპის მუზეუმების კონკურსზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მესამედ იყო წარდგენილი:

2016 წელს - სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით;

2022 წელს - ბოლნისის მუზეუმით;

2023 წელს - ვანის არქეოლოგიური მუზეუმით.

2023 წელს, ვანის მუზეუმთან ერთად, ნომინირებული იყო ილია ჭავჭავაძის მუზეუმი (თბილისის მუზეუმების გაერთიანება), რომელმაც სპეციალური აღნიშვნის სიგელი მიიღო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა