მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ჩვენების მიცემა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სურს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მან პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ჩვენების მიცემა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სურს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აღნიშნავს, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია, გამორიცხული არ არის, შუბითიძის წინააღმდეგ გამოიყენონ.

„პროკურატურაში გამოკითხვაზე ვიყავი და უარი ვუთხარი, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოვითხოვე დაკითხვა. ეს არის სისტემა, რომელმაც ბაჩალიაშვილის საქმე არ გამოიძია. რასაც ეს გამომძიებელი ამბობს, არ გამოვრიცხავ, მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, რადგან მათ არ სურთ, ეს საქმე გამოძიებული იყოს“, - აცხადებს რამიშვილი.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, ის გამომძიებლის დაკავებას, პასუხობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.

ცნობისთვის, თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან და საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე გამოიკითხა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს