ვორონეჟის გუბერნატორი - ორმა დრონმა რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე თავდასხმა სცადა

ორმა დრონმა რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ვორონეჟის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა.
მისივე თქმით, დრონით თავდასხმის მცდელობა ჩავარდა.
„ინტერვენციული ზომების შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა კურსი შეიცვალა და დაეცა, მეორე კი საარტილერიო ცეცხლით განადგურდა“, - განაცხადა გუსევმა.

























