ირაკლი ზარქუა - ქართული სახელმწიფოს ადგილი არის იქ, სადაც არის სამშობლოს, ოჯახის, უფროსების, მშობლების, რელიგიის პატივისცემა - თუ ეს რომელიმე ევროპული გაერთიანებისთვის მიუღებელია, იქ ჩვენი ადგილი არ არის

ქართული სახელმწიფოს ადგილი არის იქ, სადაც არის სამშობლოს, ოჯახის, უფროსების, მშობლების, რელიგიის პატივისცემა - თუ ეს რომელიმე ევროპული გაერთიანებისთვის მიუღებელია, იქ ჩვენი ადგილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ზარქუამ ამ კონტექსტში პარტია "ქართული ოცნების" მიმართ "ევროპის სოციალისტების" კრიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და როგორ აღნიშნა, პირადად მისი აზრია, რომ "ქართული ოცნება" ასეთი ორგანიზაციის წევრი არ უნდა იყოს.

"ბატონ პრემიერს უნგრეთში, კონსერვატიულ ღონისძიებაზე ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა. აქცენტი გაკეთდა ოჯახზე, მართლმადიდებლობაზე, რელიგიაზე.

დიახ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამას ვიზიარებთ.

დიახ, საქართველო არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, უძველესი ქრისტიანული, სადაც მშობლის, ოჯახის პატივისცემა ოდითგანვე მოგვსდევს და ამაზე ყოველთვის ვილაპარაკებთ. თუ ეს რომელიმე ევროპული გაერთიანებისთვის მიუღებელია, ასეთ ორგანიზაციაში არ უნდა ვიყოთ და იქ ჩვენი ადგილი არ არის.

პირიქით, ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო, რომ სადაც ჩვენ ვართ გაერთიანებული - "სოცებში" შვიდი კაცი დაკავებულია კორუფციაზე, იმიტომ, რომ ფული აიღეს. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ 100-მდე ადამიანია ჩართული. თან მიიღეს რეზოლუცია, სადაც ბატონი სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოგვიცხადეს, კეზერაშვილი - მედიადევნილად, ხოლო შემდეგ ამ ადამიანს "მისტერ ოფშორი" დაარქვეს. გესმით რა აცდენასთან გვაქვს საქმე?!" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო