მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 10-11-12 მაისს 22:00 საათიდან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს