გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მონოგრაფია „იუვენოლოგიის პოლიტიკური განზომილება“ გამოსცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის დოქტორის, „გრუნის“ იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი მომცელიძის მონოგრაფიის - „იუვენოლოგიის პოლიტიკური განზომილება“, პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონოგრაფია პოსტდოქტორანტურის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგად მომზადდა და გამოიცა იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საგამომცემლო პროექტის ფარგლებში, მას რედაქტორობას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე უწევდა.

„პრეზენტაციაზე მონოგრაფიის ავტორმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო გამოცემის ფუნქციაა, საფუძველი ჩაუყაროს ინტერდისციპლინურ დარგს - იუვენოლოგიას, მეცნიერებას ახალგაზრდობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ახალ სამეცნიერო პარადიგმას. მონოგრაფიაში მოცემულია მისი კონცეპტუალური და სამეცნიერო თავისებურება და სოციალური ინდიკატორები ახალგაზრდობის ფენომენის ცალკეული ასპექტის შემსწავლელი დარგების კონტექსტში, დასაბუთებულია იუვენოლოგიის აქტუალიზაციის აუცილებლობა, როგორც ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელებისთვის კომპლექსური მეცნიერული საფუძვლების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ განმარტა, რომ მონოგრაფიის მნიშვნელობა იმითაც იზომება, რომ ახალგაზრდობა ქვეყნის განვითარების ძლიერი რესურსია. ამიტომ ახალგაზრდული პოლიტიკის მეცნიერული შესწავლა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავებას ამ დარგის განვითარებისათვის.

მონოგრაფიის შესახებ ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა, გრუნის რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა, პროფესორმა მიხეილ გოგატიშვილმა და ახალგაზრდული საკითხების ექსპერტმა შოთა მაღლაკელიძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დარგის სპეციალისტები, ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი