გიორგი ამილახვარმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის პროგრამების ხელმძღვანელთან ლევენტ იენერთან და „ადამიანური კაპიტალის“ პროექტის ხელმძღვანელთან რენატა ლემოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები - „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“ და „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო აღნიშნული პროექტების განხორციელების კონკრეტულ ვადებსა და შემდგომ ნაბიჯებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით კონკრეტული გეგმების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო