რუსლან აბაშიძე და ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი, ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდებს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია განათლების უფლების რეალიზაციის კუთხით საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მიმართ პრო ბონო სამედიაციო პროცესებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფებისთვის, დაიგეგმება ტრენინგები და განხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები.

მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს