გიორგი ვაშაძე - ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო „ქართული ოცნება“ რუსეთის ფედერაციისგან უვიზო მიმოსვლით დასაჩუქრდა - ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეკრულია მტერთან

ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო „ქართული ოცნება“ რუსეთის ფედერაციისგან უვიზო მიმოსვლით დასაჩუქრდა - ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და მოქმედებენ სინერგიაში რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება არის პირდაპირი პროვოკაცია საქართველოსთვის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების წინ.

„რუსეთის ფედერაციამ 2001 წელს, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს სასჯელის სახით სავიზო რეჟიმი დაუწესა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპაში ინტეგრაციის გზა, როგორც საგარეო კურსი და ვექტორი. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ცალსახა მიზანი ნატო და ევროკავშირი გახდა. სწორედ ამის საპირწონედ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სასჯელის სახით სავიზო რეჟიმი დაგვიწესა. რა ხდება დღეს - „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი პრორუსული კურსით შეცვალა და პუტინისგან საჩუქრად რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლა მიიღო. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეკრულია მტერთან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო