საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი არქიტექტორებისთვის პროექტი - „არქიგრაფია“ ხორციელდება

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციასთან პარტნიორობით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უნიკალური პროექტის - „არქიგრაფია“ განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრვცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ქართული კალიგრაფიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და ესთეტიკის შეტანა თანამედროვე ქართულ არქიტექტურასა და დიზაინში. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს თანამედროვე ქართული კალიგრაფიის ოთხი გამორჩეული ხელოვანის საავტორო პერფორმანსებს, მასტერკლასებს, კალიგრაფიული ნამუშევრების შექმნასა და კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ.

პროექტ „არქიგრაფიის“ პრეზენტაციას, რომელიც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საქართველოს კალიგრაფისტთა ასოციაციის წარმომადგენლები და ცნობილი მხატვარ-კალიგრაფისტები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ და საქართველოს კალიგრაფისტთა ასოციაციის დირექტორმა ნესტან ბაგაურმა.

როგორც დეკანი ნინო იმნაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი პროექტის განხორციელებით ცდილობს ქართული კალიგრაფიის მდიდარი ტრადიციების შერწყმას თანამედროვე ქართულ არქიტექტურასთან, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ახლებურად გაიაზრონ უნიკალური ქართული ანბანი და მისი ტრანსფორმაცია არქიტექტურულ ნამუშევრებსა და ურბანულ სივრცეებში შეძლონ.

„დიდი მადლობა ჩვენს სტუდენტებს, რომ აიტაცეს ეს იდეა და პროექტში ჩაერთნენ. ამ უნიკალურ პროექტს, რომელიც საკმაოდ პროვოკაციულია, გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მსოფლიოში აღიარებულ არქიტექტორთა შედევრებში იკვეთება ტენდენცია, გამოიყენონ სხვადასხვა ანბანი და კალიგრაფიის ხელოვნება. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ყურადღება მივაპყროთ უნიკალურ და ნატიფ ქართულ ანბანს, ბიძგი მივცეთ ახალგაზრდებს, რომ გაითავისონ ჩვენი ანბანის მშვენიერება და შეიყვარონ ის, გაიაზრონ ქართული კალიგრაფიის მდიდარი ტრადიციები და სცადონ მისი გადმოტანა თანამედროვე არქიტექტურაში. ვფიქრობთ, ეს ეროვნული საქმეა. პროექტ „არქიგრაფიის“ ფარგლებში მაქსიმალურად შევეცდებით ერთმანეთთან დავაკავშიროთ არქიტექტურა და კალიგრაფია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი მომავალი არქიტექტორებისთვის საერთაშორისოდ ცნობილი ქართველი მხატვარ-კალიგრაფისტები - გიორგი გორგიაშვილი, გიორგი სისაური, ლეილა ბაღბაია და დავით მაისურაძე ჩაატარებენ საავტორო პერფორმანსებსა და მასტერკლასებს, რაც ვფიქრობთ, სტუდენტებს გაუმძაფრებს შემოქმედებით თავისუფლებას, გაუადვილებს კალიგრაფიის არსში წვდომას, ახალ კონცეპტებზე მუშაობას და მათ ასახვასა თუ ტრანსფორმაციას არქიტექტურაში. გარდა ამისა, დაგეგმილია პროექტის ფარგლებში შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების კონკურსის ჩატარება. იდეის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ფაკულტეტის პროფესორის, ქეთი სალუქვაძის ჩართულობისა და საქართველოს კალიგრაფისტთა ასოციაციის მონაწილეობის გარეშე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ“, - აღნიშნავს ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე.

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი ნესტან ბაგაური სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს ქართული კალიგრაფიის 15-საუკუნოვანი ისტორიის, უმდიდრესი ტრადიციებისა და თანამედროვე არქიტექტურაში მათი ასახვის შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა.

„ქართული კალიგრაფია, თავისი ტრადიციითა და ისტორიით, ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. ეს თავისუფლების ძიების ისტორიაა და შეუძლებელია, ის არ გავაცოცხლოთ და არ გადმოვიტანოთ თანამედროვე არქიტექტურულ ხაზებში, მით უფრო, რომ კალიგრაფიის კულტურის ისეთი ძველი ქვეყნები, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები ამ ხელოვნებას ყოველ შესაძლო შემთხვევაში აცოცხლებენ. თუ ჩვენ სიამაყით ვამბობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, პოლიფონიის კულტურის ქვეყანაა, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველო კალმის კულტურის უძველესი ქვეყანაა. საინტერესო სიახლის შექმნას ორი რამ სჭირდება - ღრმა ფესვები და ხალასი გონება, რაც გვაქვს კიდეც უძველესი კალიგრაფიისა და არქიტექტურის სახით. დადგა დრო, როცა ეს ჩვენი ორი უნიკალური საგანძური შეერწყას ერთმანეთს და სად თუ არა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. თუკი არქიტექტურული სკოლის სიძველეზე ვისაუბრებთ, ყველაზე ღრმა ფესვები სწორედ ამ უნივერსიტეტშია. პროექტი „არქიგრაფია“ გვაძლევს საშუალებას ჩვენი ისტორიული მეხსიერების ეს ორი მნიშვნელოვანი ხაზი გადაიკვეთოს“, - აღნიშნავს ნესტან ბაგაური.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, ცნობილი მხატვარი, კალიგრაფისტი, სცენოგრაფი და დეკორატორი გიორგი გორგიაშვილი სტუდენტების წინაშე საავტორო პერფორმანსით წარსდგა და მასტერკლასი ჩაუტარა.

„პერფორმანსიც და მასტერკლასიც მოიცავდა ჩემს გზას, სტუდენტობიდან დღემდე. მინდოდა სტუდენტებს დაენახათ და შეეგრძნოთ, თუ რა შესაძლებლობები აქვს კალიგრაფიას. მათ ვუჩვენე ჩემი ადრეული და ახალი ნამუშევრები, ასევე შევეცადე, მეჩვენებინა, თუ როგორ დამეხმარა, როგორც მხატვარს, კალიგრაფიის ხელოვნება სხვადასხვა მიმართულებით. დიდი სურვილი მაქვს, მასტერკლასით ხელი შევუწყო სტუდენტებს, აღმოაჩინონ ახალი სხივი, უსასრულო და უნიკალური სამყარო, გააქტიურონ თავიანთი ნიჭი და პოტენციალი და იპოვონ თვითგამოხატვის ახალი შესაძლებლობები, ჩაუღრმავდნენ თავიანთ შინაგან სამყაროს, დაარღვიონ სტერეოტიპები და როგორც არქიტექტორებმა, ხელოვანებმა შექმნან ნამდვილად ღირებული ნამუშევრები. ვფიქრობ, ოთხი მხატვარ-კალიგრაფის მასტერკლასები, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნება თავისი ხედვით, მიმართულებით, სტილისტიკით სტუდენტებს მისცემს საშუალებას, ღრმად გაიაზრონ კალიგრაფიის ხელოვნების უსასრულო შესაძლებლობები“, - ამბობს გიორგი გორგიაშვილი.

პროექტ „არქიგრაფიის“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, 17 მაისის ჩათვლით, საავტორო პერფორმანსებსა და მასტერკლასებს, ასევე, ჩაუტარებენ დიდი გამოცდილების მქონე ცნობილი მხატვარ-კალიგრაფისტები გიორგი სისაური, ლეილა ბაღბაია და დავით მაისურაძე. 27 მაისის ჩათვლით, სტუდენტებს კალიგრაფიული ნამუშევრების შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ, ხოლო 2 ივნისს პროექტი სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენითა და კონკურსის ფინალისტთა გამოვლენით შეჯამდება.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025