პაატა კვიჟინაძე - სეკიურიტიზაცია ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სეკიურიტიზაციის შესახებ" კანონპროექტის, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში საბანკო ინსტიტუტებისგან დამოუკიდებელი ფულის წყაროს შექმნისა და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

განხილვაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს სრული მხარდაჭერა აქვს კერძო სექტორისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად რთული კანონპროექტისა და თანმდევი რისკებისა, თუ გვინდა ევროპული ქვეყნის შექმნა კერძო სექტორს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მივიღოთ მსგავსი კანონები.

„შედეგად ბაზარზე გაჩნდება ახალი პროდუქტი, იაფი ფული და კაპიტალის ბაზარი განვითარდება", - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო