SANGU USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრნატო კონკურსის გამარჯვებულია

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცხადებულ სამოქალაქო განათლების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროექტმა - „უნივერსიტეტის როლი მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებაში სასკოლო ქსელების გზით“.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ცნობით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდაა.

პროგრამა სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას ითვალისწინებს.

„კონკურში გამარჯვებული საგრანტო პროექტი SANGU-ს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორების ზურაბ ბერიას, ნონა პოპიაშვილის, მიხეილ ტეფნაძის, დავით ლიპარტელიანის, გიორგი გახელაძის და SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის გვანცა ტაბაღუას ჩართულობით არის მომზადებული. მისი მიზანი საერთო სასკოლო მიდგომის დანერგვის გზით, უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობით, პარტნიორ სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებაა. მოქალაქეობისა და დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშესაწყობად მხარეები, ამერიკულ აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასკოლო ქსელის გაძლიერებაზე იმუშავებენ. პარტნიორ სკოლათა ჩართვა ერთიან სასკოლო ქსელში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოებისა და მომავალი მასწავლებლებისთვის ასევე მომზადდება მოქალაქეობისა და დემოკრატიული კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და სატრენინგო პროგრამები, გზამკვლევები და საჭირო რესურსები.

10 მაისს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება „PH International“-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს „PH International“ დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა და SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა. შეხვედრას ესწრებოდნენ - მარინა უშვერიძე (USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, პროგრამის დირექტორი) და ნუცა მაისურაძე (USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, გრანტების კოორდინატორი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!