მარიამ ქვრივიშვილი - ძალიან მკაფიოდ გვსურს დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ  საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული

მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი 2010 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი კეთილდღეობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ სამშობლოსთან, ოჯახებთან კავშირი და მიმოსვლა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოში ფრენების აკრძალვის გაუქმებას ეხება.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა სახმელეთო კუთხით.

მისი თქმით, ყოველდღიურად, ასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საჰაერო მიმოსვლა კიდევ უფრო წაადგება რუსეთში მცხოვრები მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან.

„რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს ზოგადად რუსეთის ფედერაციიდან - დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით , მათ შორის არის ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საამიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. ძალიან მკაფიოდ გვსურს დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა