ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებმა პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა

ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებმა პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ტესტირებაში, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაცია 12 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. იმ პირებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს პირველ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება, მაისის თვეში რეგისტრაციისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაზე გასვლის კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვთ - ტესტირება 24 მაისს ჩატარდება, რეგისტრაცია კი 11 მაისის 10:00 საათიდან 22 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. დეტალების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge

„პროექტი „სერტუსი“ 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაისის თვიდან დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროექტის განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას.

„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს და მორგებულია როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ისე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს. საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს ტესტი მთლიანად ან მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი გაიცემა ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში.

„სერტუსი“ მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის - ტესტირების შედეგი შესაძლებელია გაითვალისწინონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში.

ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს უკვე აღიარებს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდასუ); შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

პარტნიორ უნივერსიტეტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„სერტუსი“ დასაქმების მსურველებისათვის - „სერტუსი“ ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალებაა იმ პირებისათვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს და მიზნის მისაღწევად ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სჭირდებათ. პოტენციურ დამსაქმებელთან სერტიფიკატის წარდგენა ტესტირების ჩაბარებიდან უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდება სია იმ პარტნიორი ორგანიზაციებისა, რომლებიც ნდობას უცხადებენ ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზრუნავს სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებზე - პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი შესაძლებლობას აძლევს სოციალური გრანტის მქონე მეოთხე კურსის სტუდენტებს, ერთხელ უფასოდ გაიარონ „სერტუსის“ სრული ტესტირება და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს სურვილისამებრ - როგორც სრული ტესტი, ასევე მისი ნაწილი/ნაწილები. ტესტირების საფასური მსგავსი საერთაშორისო ტესტირებების ღირებულებაზე მინიმუმ ორჯერ ნაკლებია. მსგავსი ტესტირებებისაგან განსხვავებით, „სერტუსის“ სერტიფიკატის ან ცნობის ასაღებად გამოსაცდელს დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის