იენს სტოლტენბერგი - პეკინი ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რა ხდება უკრაინაში -  იმას რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელობა აქვს გათვლებისთვის ტაივანთან მიმართებაში

უკრაინაში რუსეთის წარმატებები და დანაკარგები ჩინეთის ტაივანთან დაკავშირებულ გათვლებზე მოქმედებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-თან კომენტარში განაცხადა.

“იმას, რაც ევროპაში ხდება, მნიშვნელობა აქვს აზიისთვის, ხოლო იმას, რაც აზიაში ხდება, მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, “უსაფრთხოებას გლობალური ხასიათი აქვს.”

“პეკინი ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რა ხდება უკრაინაში, [აკვირდება] იმ ფასს, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი იხდის, ასევე პოტენციალურ მოგებებს. ამიტომ იმას, რაც უკრაინაში ხდება, რეალურად მნიშვნელობა აქვს ჩინეთის გათვლებისთვის, მაგალითად, ტაივანთან მიმართებაში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში