გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კვლევა მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლას. პირველ ეტაპზე სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენ ადამიანს ჰყავს შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა), რა დამოკიდებულება აქვთ მათ ამ ცხოველების მიმართ, ახორციელებენ თუ არა ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციას და თუ ვერ ახორციელებენ, რა არის ამის მიზეზი.

„კვლევა მოიცავდა კითხვარს, რომელიც შედგენილი იყო გენდერული და ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, ასევე ტერიტორიული ნიშნით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ NDI მეორე ეტაპზე ჩაატარებს ფოკუს ჯგუფების - ცხოველთა მეპატრონეების, მიმკედლებლების, რეალიზატორების, თავშესაფრების მფლობელების გამოკითხვას, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული არიან ცხოველების მომსახურებასთან. ამჯერად მოკვლევა პირადი შეხვედრების საფუძველზე ჩატარდება. აღნიშნული კვლევები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს დაეხმარება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის შემუშავებაში, რომლის ინიცირებაც პარლამენტში, სავარაუდოდ, ივნისში იგეგმება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა