საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მერაბ ტურავამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით მყარი თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.

„მემორანდუმის ფარგლებში განხორციელება ერთობლივი პროექტები, რაც მოიაზრებს საგამომცემლო საქმიანობის წარმოებას, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ჟურნალის გამოცემას; ასევე, ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების დაგეგმვას, საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტების ვიზიტების განხორციელებასა და იმიტირებული სასამართლო პროცესების მხარდაჭერას. გარდა ამისა, იგეგმება ყოველწლიური საგანმანათლებლო სკოლების ორგანიზება.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: გიორგი თევდორაშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა