რუსული მედია - საქართველოსთან პირდაპირ ავიარეისებზე აკრძალვის მოხსნამ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გააშვიდმაგა

პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების ძებნის მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ონლაინ მოგზაურობის დაჯავშნის სერვისებზე დაყრდნობით წერს.

„OneTwoTrip-ის ვებსაიტზე, სიახლეების გამოჩენიდან პირველ სამ საათში (12-დან 15 მაისამდე) ავიაბილეთებზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა შუადღის წინა პერიოდთან შედარებით, ხოლო მეზობელ ქვეყანაში სასტუმროს მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა ერთნახევრით“ , - განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.

ახლა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენის ღირებულება 14 ათასი რუბლიდან იწყება, ბათუმამდე - 25 ათასი რუბლიდან. დედაქალაქის სამვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევის მინიმალური ღირებულებაა 1,4 ათასი რუბლიდან, საკურორტო ქალაქში - 3,2 ათასიდან.

Yandex.Travel სერვისის მომხმარებლებმა ახალი ამბების გამოჩენიდან პირველი ხუთი საათის განმავლობაში, შვიდჯერ უფრო ხშირად დაიწყეს საქართველოში ავიაბილეთების ძებნა. რუსების უმეტესობა დაინტერესებულია ზაფხულში საქართველოში ვიზიტით. ზაფხულისთვის ტრანსფერებით ფრენების ფასი ორმხრივი სამგზავრო დოკუმენტისთვის 40 ათასი რუბლიდან იწყება.

რუსული მედია წერს, რომ მომხმარებლები საქართველოში სასტუმროების დაჯავშნითაც გააქტიურდნენ და „თბილისი მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარულ ქალაქად იქცა“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს