ტატო გრიგალაშვილი დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

ტატო გრიგალაშვილი დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში ბელგიელი მეტოქე მატიას კასე დაამარცხა.

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მან ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ორჯერ, 2022-2023 წლებში მოიგო.