გიორგი ვაშაძე - იზოლაციისა და მარცხისთვის განწირულ პუტინს „ქართული ოცნება“ უძვრება - ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების გამოფხიზლება

იზოლაციისთვის და მარცხისთვის განწირულ პუტინს უძვრება „ქართული ოცნება“ და ამის გამო ხდება ყველაფერი, რაც ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პლიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ახლა ოპოზიციის ამოცანაა საზოგადოების გამოფხიზლება.

„ველოდეთ, ველოდეთ და აგერ კლანი დაასანქცირეს, მე არ მინდა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ საქართველოს აეროპორტი დაასანქცირონ, ქართული კომპანიები დაასანქცირონ, ქართული ეკონომიკა დაასანქცირონ. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების გამოფხიზლება. იგივე იყო რუსულ კანონზე, ჩვენ ავუხსენით და ძალიან კარგად გაიგო ხალხმა და გამოვიდა კიდეც ქუჩაში. ასე უნდა გავაკეთოთ ახლაც.

სამწუხაროდ, ვართ შემდეგი რეალობის წინაშე, იზოლაციისთვის და მარცხისთვის განწირულ პუტინს უძვრება „ქართული ოცნება“ და ამის გამო ხდება ყველაფერი, რაც ხდება. თავს ნურავინ ნუ მოიტყუებს, რომ რაიმე სხვასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის 2010 წელს მოხსნაზე აპელირება „ქართული ოცნების“ მიერ, მცდელობაა საკუთარი რუსული ბუნება გაამართლონ.

„ეს არის „ქართული ოცნების“ იაფფასიანი მცდელობა, რომ საკუთარი რუსული ბუნება რამენაირად გაამართლოს და მეტი არაფერი. გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ მთელი სამყარო, მთელი მსოფლიო შეიცვალა და არა მხოლოდ საქართველოსთვის შეიცვალა რეალობა. მთელი მსოფლიო გაიყო ორ ნაწილად, ან ხარ რუსეთისკენ ან უკრაინისკენ და ცივილიზებულ სამყაროსთან დგახარ, რუსეთთან აღარავინ დარჩა. იზოლაციაში და დასუსტებულ მდგომარეობაში მყოფ პუტინთან დღეს თამაშობს ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, ეს არის ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა