მევლუთ ჩავუშოღლუ - შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლოა კიდევ ორი თვით გახანგრძლივდეს

“მარცვლეულის შეთანხმება” შესაძლოა ორი თვით გახანგრძლივდეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

“შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომლის მოქმედების ვადაც მალე იწურება, შესაძლოა კიდევ ორი თვით იქნას გახანგრძლივებული”, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, სტამბოლში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეებისა და გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს “მარცვლეულის დერეფნის” მუშაობასთან დაკავშირებით.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე რიგი საკითხები განიხილება, მათ შორის ზოგიერთი გემის თურქული დროშის ქვეშ ევაკუაცია, შეთანხმების გახანგრძლივების დეტალები, ასევე მისი მნიშვნელობა აფრიკის სტაბილურობის ხელშეწყობისთვის.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა