ისრაელის საჰაერო დარტყმას ღაზაში „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ძალების მეთაური ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო დარტყმას ღაზაში „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ძალების მეთაური ემსხვერპლა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.

სარაკეტო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ისრაელმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა, რასაც „ისლამური ჯიჰადის“ სამი ლიდერი, 10 სხვა პალესტინელი მამაკაცი და ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ.

BBC-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს ისრაელის მიმართულებით 460-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი ღაზაში ბოევიკების 130-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

პალესტინის სამედიცინო წყაროების შეფასებით, ამ კვირაში ბრძოლების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 24-ია.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს.

„ჩვენი სამიზნე იყო ალი გალის, „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო გამშვები ძალების მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ისრაელის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

გუშინ, ეგვიპტურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორიs”, ეგვიპტის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, თუმცა მხარეებს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.