გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მაისს 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ზედაზენი, ჯიღაურა, ხოლო 13:10-დან 17:00 საათამდე - სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, წილკანი, ნატახტარი, საგურამო.

მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვეშეთი, არახვეთი, ზემო და ქვემო მლეთა, ნადიბაანი, ზემო ამირნი, ნაღვარევი, მანასეული, გოგნაური, წინკობანი, ბედონი, სეფე და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, სიმონიანთხევი, ხევსურთსოფელი, ნადოკრა, ბალებისხევი, მელიასხევი, ევჟენტი, გუდანელები, წყაროთუბანი, ბოკონი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა