აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხური მხარის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, ბასარკეჩარის [ვარდენისი] რაიონის ზოდის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სროლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო თავის არეში მძიმედ დაიჭრა. ის სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს. ამ განზრახ ჩადენილ პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით ვითარება კიდევ უფრო დაამძიმეს და აზერბაიჯანის პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს“, - აცხადებენ უწყებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს