19, 20, 21 მაისს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე შემეცნებით-გამაჯანსაღებელი ფხიზლად გართობის ფესტივალი Yoga Fest (Sober Rave) ჩატარდება

19, 20, 21 მაისს, „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე შემეცნებით-გამაჯანსაღებელი ფხიზლად გართობის ფესტივალი Yoga Fest (Sober Rave) ჩატარდება.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Yoga Fest (Sober Rave) არის ერთგვარი ინოვაციური პლატფორმა, სადაც დაინტერესებულ პირებს დღის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ, სუფთა ჰაერზე დაესწრონ იოგას მრავალფეროვან პრაქტიკებს, მოისმინონ საინტერესო ლექციები, დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით და რაც მთავარია, გაერთონ და იცეკვონ ფხიზლად.

„ფესტივალის განსხვავებულობა და განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ადამიანები არიან ფხიზლად. ფესტივალზე არ დაიშვება და არ გაიყიდება ალკოჰოლი ან სხვა სათრობი სუბსტანციები. ფესტივალის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და საზოგადოებაში “ფხიზელი გართობის” მოტივაცია. აქტივობების ერთობლიობა დაეხმარება დამსწრე აუდიტორიას აიმაღლონ ცნობიერება იმ გზების შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი უკეთ ვიზრუნეთ საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ნაკლებად დავაბინძუროთ გარემო და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფესტივალზე ჩატარდება იოგა და სხვა ფიზიკური აქტივობები:

იოგა დამწყებთათვის / ჰათჰა იოგა / კუნდალინი იოგა / ძალისმიერი იოგა / ბავშვთა იოგა / ციგუნი / ტაიჩი / იოგა ნიდრა / პრანაიამა / მედიტაცია / აშთანგა ვინიასა ფლოუ

სპიკერები იქნებიან:

დავით კანდელაკი / რეზი ხუნწელია / ლევან ბახია / ლევან რამიშვილი / ზაზა კალანდარიშვილი / ნუგზარ ძიძიგური

რაც შეეხება DJ არტისტებს, წარმოდგენილი იქნება: Kdema / Abdali / Elene / Ako Von Unten / Holo / 3 AM / 9 EYE / Jam Session

https://fb.me/e/4lPZZE7oa

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო