აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, გამაჯანსაღებელი კომპლექსი (სასტუმრო) „ლიც-რეზორტი“ და „კავკასიოლოგიური კვლევების საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრი“ 12 მაისის სახელმწიფო დღესასწაულის საზეიმო აღნიშნავს გამართავს.
ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიება 12 მაისს, 18:00 საათზე დაიწყება. მომხსენებლები იქნებიან „წმ. ანდრია მოციქული და საქართველო“ და „ლაზური სამყარო“. ღონისძიებაზე, ასევე, „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება. ანსამბლი ლაზურ ენაზე რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.
გარდა ამისა, მანამდე, 11 მაისს, სურვილის მიხედვით (საკუთარი მანქანებით) ლაზეთში (რიზეს და ართვინის რეგიონში) 6-8 საათიანი ექსკურსია მოეწყობა.
„ამ დღეს საპატრიარქოს დელეგაცია მანქანებით ყოველწლიურ მსვლელობას აწყობს ქ. ოფიდან (რიზე) საქართველოს საზღვრამდე, რომელშიც ჩვენი ექსკურსიის წევრები მონაწილეობას მიიღებენ“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.