ლიაზიზა საბიროვა - არასტაბილურობა რეგიონში გავლენას ახდენს საინვესტიციო კლიმატზე. CAREC-ის მხრიდან, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ რეგიონული თანამშრომლობა

არასტაბილურობა რეგიონში გავლენას ახდენს საინვესტიციო კლიმატზე. CAREC-ის მხრიდან, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ რეგიონული თანამშრომლობა.

ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობის და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორმა ლიაზიზა საბიროვა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ შეკითხვაზე, თუ როგორ უწყობს ხელს CAREC-ის პროგრამა გეოპოლიტიკური კონფლიქტების ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრაში?

„ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის რეგიონულ თანამშრომლობის დრო. ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები ერთმანეთთან, რადგან მხოლოდ ერთად შეგვიძლია მათი უკეთ გამოყენება გარე გამოწვევების და შოკების დასაძლევად. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ეფექტი ეკონომიკაზე უფრო მეტად დადებითი იყო, ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველა - ADB, ყველა ჩვენი ეკონომისტი, თქვენი ეკონომისტები, ხაზს უსვამენ არასტაბილურობას რეგიონში, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საინვესტიციო კლიმატზე და უცხოური კომპანიების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის გაფართოებაზე, რეგიონული თანამშრომლობის ყველა ფუნდამენტზე. ასე რომ, CAREC-ის მხრიდან, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ რეგიონული თანამშრომლობა. ამიტომ ვეძებთ ყველანაირ გზებს, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყნებს,უფრო ეფექტურები იყვნენ კავშირების დამყარების თვალსაზრისით“ - განაცხადა ლიაზიზა საბიროვამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს