ალუდა ღუდუშაური - მე არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას - ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელმაც გაიგო რომ ვიზა არ სჭირდება, ადგება და რუსეთში ტურისტულად იმოგზაურებს

პუტინის ზრახვებზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი - მე არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის ბრძანებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის თაობაზე.

ღუდუშაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიერ ცალმხრივად დადებული სანქცია საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნა.

„ნამდვილად ვერ გეტყვით პუტინის გადაწყვეტილების დროსთან და მის ზრახვებთან დაკავშირებით, ერთი არის ფაქტი - ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი. რაც შეეხება ოპოზიციას და მის აჟიოტაჟს, რომ გადაწყვეტილება რაც მიიღო, რუსეთის ფედერაციამ და პირადად ვლადიმერ პუტინმა, ეს უნდა კითხოთ ოპოზიციას, რა პრიზმიდან უყურებენ ამას. მე თუ მეკითხებით, არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ერთი არის მნიშვნელოვანი და ფაქტია, რომ რაც სანქციის სახით ჰქონდა დადებული საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მათი მხრიდან იყო ეს დადებული ცალმხრივად და ახლა არის მოხსნილი, შესაბამისად, გაუგებარია ახლა რა შეუძლია საქართველოს? საქართველოს მოქალაქეებს დაადოს სანქცია და აუკრძალოს თუ ვინმეს სურვილი აქვს ისარგებლოს ამ შეზღუდვის არქონით? ეთნიკურად ჩვენი თანამემამულეები, ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერაციასთან, ალბათ აქამდეც ახერხებდნენ [მიმოსვლას], რაღაც დოზით გაუადვილდებათ ამ ადამიანებს მიმოსვლა, ვინც ამას მესამე ქვეყნის გავლით ახერხებდა, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელმაც გაიგო რომ თურმე ვიზა არ სჭირდება, ადგეს და ახლა მოინახულოს რუსეთის რომელიმე ოლქი და ტურისტულად იმოგზაუროს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა