საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა. ამის შესახებ საერთაშოროსო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

„2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც სხვადასხვა ფაქტორთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“, - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის