პაკისტანში საპროტესტო აქციებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაკავებულია 1 400-ზე მეტი აქტივისტი

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა.

BBC-ის ინფორმაციით, დაპირისპირებას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო ქვეყანაში 1 400-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.

პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში დააკავა. თავად იმრან ხანი კანონის დარღვევას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო