CNN - ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გადასცა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მრავალი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow-ი მიაწოდა, - ინფორმაციას CNN-ი დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანია განმარტავს, რომ აღნიშნული რაკეტები უკრაინას, რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას აძლევს. ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიერ ერთობლივადაა შემუშავებული და როგორც წესი, საჰაერო ბაზირებისაა. მისი სროლის დიაპაზონი 250 კმ-ზე მეტია.

CNN-ი ასევე განმარტავს, რომ Storm Shadow-ს მოქმედების დიაპაზონი საკმარისია აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარტყმის განსახორციელებლად.

ამასთან, წყარომ ტელეკომპანიასთან საუბარში განაცხადა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის მთავრობისგან მიიღო გარანტიები, რომ ეს რაკეტები გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და არა რუსეთის ტერიტორიაზე.

CNN-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რაკეტების განლაგება ხდება მაშინ, როდესაც უკრაინული ძალები ემზადებიან კონტრშეტევის დასაწყებად, რომლის მიზანი ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში კრემლის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაბრუნებაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს