ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ნებისმიერი სადამკვირვებლო მისია მისასალმებელია, ყველას შეუძლია არჩევნებს დააკვირდეს - ერთადერთი რასაც ვითხოვთ არის, ის რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები არ გაგვიყალბონ

ჩვენთვის ნებისმიერი სადამკვირვებლო მისია მისასალმებელია, ყველას შეუძლია არჩევნებს დააკვირდეს - ერთადერთი რასაც ვითხოვთ არის, ის რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები არ გაგვიყალბონ, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებას, სადაც ისინი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ.

მისივე თქმით, ყველას შეუძლიათ მომავალ არჩევნებს დააკვირდნენ, რადგან 2024 წლის არჩევნები ისე ჩატარდება, როგორც ქართულ დემოკრატიას ეკადრება.

„თქვენ გახსოვთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე სათანადო დაკვირვება უზრუნველყოფილი იყო. მაგალითად: ევროსაბჭოს, NDI-ის, IRI-ის მისია და ასე შემდეგ. არა ერთი მისია იყო, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა და საბოლოო ჯამში, სწორედ, ეუთომ, რომელიც მთავარი სადამკვირვებლო მისია იყო, დაადგინა, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა.

რაც შეეხება მცდელობებს, რომ ეს არჩევნები გაყალბებულად წარმოჩენილიყო, შეგახსენებთ, რომ "პივიტი" გაყალბდა, პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ყალბი კამპანია წარმოებული იყო, რომ თითქოს 8%-ით ოქმებში მეტობა იყო, რაც ტყუილი იყო, სინამდვილეში 1%-იც კი არ იყო. ასევე, ყალბი კამპანია იმასთან დაკავშირებით იყო, თითქოს არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ დაგვიანებით გამოქვეყნდა და ა.შ. ამ ყალბ კამპანიას უცხოელი აგენტები აწარმოებდნენ, მათ შორის, "პივიტის" გაყალბებაც უცხოელი აგენტების მხრიდან მოხდა. სცადეს რამენაირად არეულობა ქვეყანაში შემოეტანათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, არჩევნები სინამდვილეში გაყალბებული არ იყო. ყველას შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს, პირიქით მისასალმებელია, რაც მეტი დამკვირვებელი საქართველოში ჩამოვა მით უკეთესი. ყველას შეუძლიათ არჩევნებს დააკვირდნენ, არჩევნები გამართულად ჩატარდება, ისე, როგორც ქართულ დემოკრატიას ეკადრება“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მეგობრები იყვნენ.“

„ეს ორი სენატორი, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატიული პროგრესით ბედნიერი იყო. ეს ხდებოდა 2012 წლამდე, ისინი სააკაშვილის და მისი რეჟიმის მეგობრები იყვნენ. სამწუხაროდ, ისინი იმ სისხლიან რეჟიმს იწონებდნენ, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე ჩამოყალიბებული იყო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენ არ გაგვიკვირდეს ის, რომ დღეს ისინი ჩვენს დემოკრატიულ მდგომარეობას უკუსვლას უწოდებენ, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. აშკარად, პოლიტიკური მიკერძოება არის. მათი არჩევანია, ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სენატორს, მათ შორის, მათი პოლიტიკური მიკერძოების გათვალისწინებით.

ჩვენთვის პირიქით მისასალმებელია ნებისმიერი სადამკვირვებლო მისია. ყველას შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს, მთავარია, რომ არ ვიხილოთ იგივე ფაქტები, რაც სახეზე წინა არჩევნების შემთხვევაში იყო. მაგალითად: არ გაგვიყალბონ. ერთადერთი რასაც ვითხოვთ არის, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები არ გაგვიყალბონ, ყალბად არ გვითხრან, რომ თითქოს ცესკო დაგვიანებით არჩევნების შედეგებს აქვეყნებდა და ა.შ. ასეთ სიყალბეს ნუ ჩაიდენენ, დანარჩენი დააკვირდნენ არჩევნებს, პირიქით მისასალმებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო