ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ორგანიზაციამ, ევროპულ ოჯახს ზურგი აქცია!

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ მისი ხედვა, ადგილი, მისწრაფება ევროპისგან ძალიან შორსაა - „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ორგანიზაციამ, ევროპულ ოჯახს ზურგი აქცია! - ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

სამნიძის თქმით, როდესაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპულ ოჯახში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ იგრძნო, ავიწყდება, რომ განცხადებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ევროპული ფასეულობა და ღირებულება არ იყო.

სამნიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა ქვეყნის ინტერესები და იმიჯი დააზიანა.

„პრემიერ - მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, „ევროპულ სოციალისტური პარტიის“ ოჯახში „ქართული ოცნების“ წევრობის საკითხი განიხილებოდა. შესაძლოა, გაერიცხათ კიდევ. როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ევროპული ოჯახის წევრობაზე თავად თქვას უარი, რაც დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არც ერთი ევროპული ოჯახის წევრი არ არის და რომელიც საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არჩევანისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტურ პარტიას (PES) დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 11 მაისს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ PES-თან პარტნიორობა შეაფასა და აღნიშნა, რომ 2015 წლიდან დღემდე ევროპის სოციალისტურ პარტიას “ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსი შეაფასოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა