თუ ვინმე ფიქრობდა, რომ საქართველოს პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა, მათ დღეს ამაზე მკაფიო პასუხი მიიღეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განუცხადა.
წითლიძის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ საქართველოს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება ჰყავს. წითლიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება უნისონში მოქმედებს და საუბრობს რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად.
„საბოლოოდ, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნა და პირადი პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რასაც მმართველი პარტია ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით აკეთებს“, - განაცხადა მან.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტურ პარტიას (PES) დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 11 მაისს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
კობახიძემ PES-თან პარტნიორობა შეაფასა და აღნიშნა, რომ 2015 წლიდან დღემდე ევროპის სოციალისტურ პარტიას “ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსი შეაფასოს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"