გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 მაისს 10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, ჩარგალი, კორშა, გომეწარი, შარახევი, კაწალხევი, ნეძიხი, გუდრუხი, ხარტიშო, როშკა, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.