დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე - ეს ჩვენი სამხედროებისგან ადეკვატურ პასუხს მოითხოვს

დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე - ეს ჩვენი სამხედროებისგან ადეკვატურ პასუხს მოითხოვს

გაერთიანებული სამეფოს მიერ კიევის რეჟიმისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება რუსი სამხედროებისგან ადეკვატურ პასუხს საჭიროებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კრემლი "ძალიან ნეგატიურადაა" განწყობილი ლონდონის მიერ კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ეს მოითხოვს ადეკვატურ პასუხს ჩვენი სამხედროების მხრიდან, რომლებიც, ბუნებრივია, სამხედრო თვალსაზრისით, ამ ფონზე შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა დაადასტურა რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadows-ის ფრთოსანი რაკეტები გადაეცა. „ამ ტიპის იარაღის სისტემები უკრაინას საუკეთესო შანსს აძლევს, დაიცვას თავი რუსეთის უწყვეტი სისასტიკისგან, განსაკუთრებით უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმებისგან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ბენ უოლესმა.