დიმიტრი პესკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე - ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება - განსხვავებული რეაქცია იყო თბილისისგან: იყო უარყოფითი, იყო თავშეკავებულიც

რუსეთი დათანხმდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ორი ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ. შესაბამისი განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება. რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისგან, ორივე ქვეყნის მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი ასოციაციების, სამეცნიერო წრეებისგან, კულტურის მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას და სწორედ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე გაკეთდა ეს“ , - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მკვეთრად გამოეხმაურა სავიზო რეჟიმის გაუქმებას, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „გუშინ განსხვავებული რეაქცია იყო თბილისისგან: იყო ორივე - უარყოფითი, იყო ასევე თავშეკავებული“.

პესკოვს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა სავიზო რეჟიმის გაუქმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად ჩაითვალოს, რაზეც მან უპასუხა, რომ ჯერჯერობით, ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა