საკრებულო ქალთა სპეციალური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნებს გადასცემს

თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ორგანიზებით და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალი მსჯავრდებულებისთვის წიგნები შეაგროვა. მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის ლიტერატურა იქნა შერჩეული. ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

„ვაგრძელებთ თანამშრომლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, რომლის ფარგლებშიც წინა თვეებში რამდენიმე აქტივობა უკვე განვახორციელეთ. ლიტერატურა მსჯავრდებულების ინტერესების საფუძველზე შეირჩა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ადამიანები საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად უნდა დაუბრუნდნენ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა ლომუაშვილმა ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესში მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობასა და ამ მიზნით სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო პირველი შეუერთდა ინიციატივას, რომელიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის წიგნების შეგროვებას ითვალისწინებდა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს 400-მდე სხვადასხვა წიგნი გადასცა. ქალთა N5 სპეციალური დაწესებულების ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით კომპანია „წიგნის სახლის“ დამაარსებელმა რამაზ ჯიქიამ უზრუნველყო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში