დიმიტრი ხუნდაძე - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ოპოზიციასა და დასავლეთს უკრაინის ომის შემდეგ გაახსენდა, თუმცა ამისთვის არაფერი გაკეთებულა

ოპოზიციისგან დღეს მოვისმინეთ კიდევ ერთი აბსურდი - შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ხალხისთვის კარგი იყოს, მაგრამ სახელმწიფოსთვის ცუდიაო. მსურს ამ მოსაზრების ავტორებს ვუპასუხო, სახელმწიფოსთვის მისაღებია ის, რაც ხალხის კეთილდღეობას განაპირობებს. ჩვენთვის სახელმწიფო მოქალაქეები არიან და მათი ინტერესები თანხვედრაშია ერთმანეთთან, ბოლო წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კი ჩვენი უმთავრესი ინტერესია , - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას.

ხუნდაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები რუსეთის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის ქართველი ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ აბუნტების მცდელობა, რაც უშედეგო იქნება.

"ბოლო პერიოდში ქართული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსები, აღარ საუბრობდნენ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მხოლოდ ომის კონტექსტში გვახსენებდნენ, რომ უკრაინის ომში ჩართვა შესაძლებლობის ფანჯარა იყო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის. ამერიკული ორგანიზაციების კვლევებში თუკი მანამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მთავარი კითხვა იყო, ბოლო კვლევებში რიგითი კითხვის ადგილი დაიკავა. ეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სხვა პოლიტიკაზე მიუთითებს.

ჩნდება კითხვა, ამით ხომ არ სურთ მავანთ, რომ საზოგადოებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი შენელდეს? რატომ ალაპარაკდნენ დღეს დაკარგულ ტერიტორიებზე? იმიტომ ხომ არა, რომ ქართველ ხალხს გუშინდელი დღის შემდეგ იმედი გაუჩნდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე? კითხვა ლეგიტიმურია და ვფიქრობ, ამ კითხვაზე თავად ხალხი გასცემს პასუხს. ფაქტია, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ოპოზიციას და დასავლეთს უკრაინის ომის შემდეგ გაახსენდათ, თუმცა, ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ, რუსეთის მხრიდან გაუქმებულ სავიზო შეზღუდვაზე ატეხილ აჟიოტაჟს, ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის აბუნტების ტყუილი მცდელობაა. ამას ხვდებიან, თუმცა, ჯიუტად აგრძელებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რუსეთმა მისივე გადაწყვეტილება გააუქმა და თუ ეს სიკეთეს მოუტანს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რატომ უნდა გააპროტესტოს ხალხმა?

ოპოზიციისგან დღეს მოვისმინეთ კიდევ ერთი აბსურდი - შესაძლოა ეს გადაწყვეტილება ხალხისთვის კარგი იყოს, მაგრამ სახელმწიფოსთვის ცუდიაო. მსურს ამ მოსაზრების ავტორებს ვუპასუხო, სახელმწიფოსთვის მისაღებია ის, რაც ხალხის კეთილდღეობას განაპირობებს. ჩვენთვის სახელმწიფო მოქალაქეები არიან და მათი ინტერესები თანხვედრაშია ერთმანეთთან, ბოლო წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კი ჩვენი უმთავრესი ინტერესია", - წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!
Super App-ისა და Visa-ს ყოველდღიური გათამაშება დაიწყო