ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
გამოკითხვის თანახმად, შეკითხვაზე, „მოგწონთ თუ არა ამ ადამიანის ან ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო?“, შედეგები ასე გამოიყურება:
სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე - 35%
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე - 61%
კახა კალაძის მიერ თბილისის მერის თანამდებობაზე - 63%
კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59%, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ ორ შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.
ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში - +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში - +/- 2.9%.